იუნესკო

იუნესკო დაარსების თარიღი- 16 ნოემბერი, 1945 ტიპი- სპეციალური სააგენტო იურიდიული სტატუსი- მოქმედი სათაო ოფისი- საფრანგეღი, პარიზი განერალური მდივანი - ირინა ბოკოვა მშობელი ორგანიზაცია- გაერო ვებ საიტი- WWW.UNESCO.OR გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (იუნესკო), (UNESCO, აკრ. United Nations Educational, Scientific and Cultural Organization) – გაეროს სპეციალიზირებული სააგენტო. მისი მიზანია მშვიდობისა და საერთაშორისო უშიშროების ინტერესებისათვის ხელი შეუწყოს განათლებისა და კულტურის გავრცელებას, მეცნიერების განვითარებას, ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემას რასის, სქესის, ენისა და რელიგიის მიუხედავად[1][2]. ორგანიზაცია 1945 წლის 16 ნოემბერს დაარსდა. მისი შტაბ-ბინა მდებარეობს პარიზში, საფრანგეთი. 2011 წლის 1 ნოემბრის მონაცემებით იუნესკო აერთიანებს 195[3] ქვეყანას. მას ასევე 50 წარმომადგენლობითი ოფისი, რამდენიმე ინსტიტუტი და ცენტრი აქვს მსოფლიოში. იუნესკოს ყურადღების ცენტრში მოქცეულია აფრიკა და გენდერული თანასწორობა[4].

No comments:

Post a Comment