გელათის მონასტერი- ქართული ხურორთმოძღვრული ანსამბლი, შუა საუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანესი ცენტრი, აგებულია ქ. ქუთაისის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე, მდინარე წყალწითელას ხეობაში, იგი შემოზღუდულია გალავნით .ანსამბლში შედის სხვადასხვა დროინდელი ( ძირითადად XII-XIII ს.) შენობები. შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრგელათის სიაში. მონასტერი საუკუნეების მანძილზე წარმოადგენდა ერთ-ერთ უდიდეს კულტურულ ცენტრს, რომელმაც საუკუნეების მანზილზე შემოუნახა შთამომავლობას ხელოვნების უთვალავი ფასდაუდებელი ძეგლი.
მონასტერი დაარსა დავით აღმაშენებელმა 1106 წელს. გელათის მონასტრის მშენებლობა მეფე დავითის ერთ-ერთი უდიდესი წამოწყებათაგანი იყო.მის ორგანიზაციაში შნობათ და მხატვრობის სტილში აისახა იმ ეპოქის სპეციპიკური ნიშნები.
დავით აღმაშენებელს სურდა სამშბლოშ ისეთ კულტურული ცენტრის შექმნა, რომელიც თავისი მნიშვნელობით ბიზანტიურსა და წინააღმოსავლურ საგანმანათლებლო კერებს გაუტოლდებოდა. ამიტომაც მან ჩამოაყალიბა გელათის მონასტერთნ აკადემია, სადაც საუკეთსო ქაართველი მეცნიერები მიიზიდა: ღვთისმეტყველები, ფილოსოფოსები და იურისტები, რომელთგან ბევრი საზღვარგარეთის სხვადასხვა მონასტრებსა და აკადემიებში მოღვაწეობდა. მათ შრის იყვნენ იოანე პეტრიწი და არსენ იყალთოელი. გელათს აკადემია დიდ საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა და თანამედროვეებში ,,მეორე ათენისა" და ,, ახალი ელადის" სახელი მოიხვეჭა.
გამოირჩევა საერთო დაგეგმარებისა და არქიტექტურული ნაგებობების ღრმა გააზრებით.ეზოს შუაგულში აღმართულია დიდი ტაძარი, რომლის გარშემო განლაგებულია დაბალი შენობები: სენაკები, მოძღვართ-მოძღვრის ( მონასტრის ზედამხედველი ) სახლი, სატრაპეზო და ა.შ.
გელათის კედლებში უახლოეს დრომდე ინახებოდა უძველესი ხელნაწერები, ძვირფას ლითონზე შესრულებული ჭედურობის უნიკალური ნიმუშები. ზოგიერთი მათგანი დამშვენებულია მინანქრით.
იუნესკო_ გაერთანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიხაცია დაარსდა 1945წ 16 ნოემბერს. იუნესკოს თემატური ოფისები და წარმომადგენლობები აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.
იუნესკოს ქართული მემკვიდრეობა:
1.ბაგრატის საკათედრო ტაძარი და გელათის მონასტერი ( 1994 )
2.მცხეთის ისტორიული ძეგლები ( 1994 )
3.ხემო სვანეთი ( 1996 )
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ბაგრატის საკათედრო ტაძარი ,არასწორად ჩატარებული რესტავრაციის გამო ამოღებული იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვირეობის ძეგლების სიიდან და არსებობს საშიშროება იმისა, რომ შესაძლოა გელაიც ამოიღონ ამ ნუსხიდან.
No comments:
Post a Comment