გელათი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში არის 1994 წლიდან და როგორც უკვე ავღნიშნეთ არსებოობს რეალური საფრთხე იმისა, რომ იგი შეიძლება ამოიღონ ამ ნუსხიდან. რამდენად მნიშვნელოვანია გელათასათვის და არა მარტო მისთვის, ზოგადად საქართველოსთვის მისი ამ სიაში არსებობა?
ნებისმიერი ისტორიული ძეგლის იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში არსებობა ვფიქრობ ხელს უწყობს ქვეყანაში კულტურული ტურიზმის განვითარებას, რაც თავისთავად მოიზიდავს ტურისტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
ბაგრატის საკათედრო ტაძარი ამ ნუსხიდან ამოღებული იქნა არასწორად ჩატარებული რესტავრაციის, მისი თანამედროვე ელემენტებით ( ერთ-ერთი : ლიფტის ჩაშენება) შემკობის გამო, და თუ არ გამახვილდება ყურადყება გელათის ტაძრის რესტავრაციაზე შესაძლოა შემდეგი ის აღმოჩნდეს. იუნესკო ითვალისწინებს ძეგლების პირვანდელი სახით შენარჩუნებას და ჩემი კვლევის მიზანიც არის ის ,რომ თითოეულლმა ჩვენგანმა გაოგოს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ძეგლისთვის და ქვეყნისთვის მისი კულტურული მემკვიდრეობის პირვანდელი სახით შემონახვა მომავალი თაობებისთვის. თითოეული ისტორიული ძეგლი წარმოადგენს არა მარტო ხელოვნების ნიმუშს , არამედ ქვეყნის ისტორიას, ეპოქას და ა.შ. ხოლო მისი გადასხვაფერება ნიშნავს კონკრეტულ ქვეყნის ისტორიისა და ეპოქის შეცვლას.
,,ხელოვნებაა თავად უკვდავება.
მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი.
ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს. მხოლოდ სვეტიცხოველი დარჩება, როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი".
საქართველოს ისტორია და დიდებული წინაპრები იმსახურებენ , რომ მათი ეპოქაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობა ხელშეუხებელი დავტოვოთ და ამით ხელი არ შევუწყოთ ყვეყნის ისტორიის შეცვლას.
No comments:
Post a Comment